მაღაზიის მენეჯერი - Zara

თბილისი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

Cenomi Retail Georgia აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ბრენდი ZARA.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • მაღაზიის ყოვედღიური ოპერირების მართვა/ხელმძღვანელობა ყოველთვიური გაყიდვების და ბიზნეს გეგმის მისაღწევად.
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების  (მათ შორის პიკის და არააქტიური საათების), გაყიდული ნივთების საწყობიდან დარბაზში გამოტანის უწყვეტი პროცესი,  რათა მოხდეს მარაგების მიზნობრივ დონეზე  შენარჩუნება და გაყიდვის  მაქსიმალიზაცია.
  • ონლაინ სივრცეში  კომუნიკაციის, პროდუქციის განახლეიბის  მონიტორინგი.
  • მაღაზიაში ბრენდის, როგორც სპეციფიკური, ასევე ზოგადი მარკეტინგული  ღონისძიებების განხორციელება და სარეკლამო მასალების დროული განლაგება.
  • დარბაზში  და საწყობში პროდუქციის მოწესრიგება და ბრენდის სტანდარტების შესაბამისად განლაგება.
  • მაღაზიის კუთვნილი ინვენტარის გაფრთხილება, მათ შორის ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხების დაუყონებლივ მოგვარება.
  • მომხმარებელთა მომსახურების მონიტორინგი, ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით.
  • მენეჯერის და გუნდის თითოეული წევრის მიერ კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად დადგენილი იუნიფორმებით სამსახურში გამოცხადება და მათი იერსახის შენარჩუნება. 
  • კომპანიის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინარული გაფრთხილების მიცემაზე პასუხისმგებლობა. 
  • თანამშრომლების შუალედური / წლიური შეფასება და მიზნების დასახვა.
  • თანამშრომელთა ეტაპობრივი წინსვლის ხელშეწყობა ტრეინინგებისა და ცოდნის გაზიარების გზით.
  • პროდუქციის მიღების  შესახებ ყველა ინფორმაციის სისტემაში დროული, აკურატული ასახვა  და მიღებული ყველა ახალი პროდუქციის მყისიერი ამოლაგების უზრუნველყოფა.
  • მიღების დრო აღმოჩენილი დანაკლიების აღრიცხვა და ბრენდის მოწყობილობაში დაკორექტირება.
  • კოლექციის სწორი რაოდენობით მიღების აღრიცხვა. 
  • დარბაზში  პროდუქციის მარაგების და ასორტიმენტის ბრენდის  სტანდარტებით გათვალისწინებული რაოდენობით  შენარჩუნება, რათა მიღწეულ იქნას ბიზნესის მიზნები.
  • გაყიდული ერთეულების ზომების  საათობრივი განახლება, გასასინგ ოთახში დაგროვებული ნივთების დარბაზში განლაგება. 
  • კვირის ჭრილში ყველაზე  გაყიდვადი ერთეულების რეპორტის სისტემიდან ამოღება და მათი დარბაზში კომერციულად განლაგების მონიტორინგი. 
  • ბრენდის მიერ გამოგზავნილი ანალიზის საფუძველზე ფილიალებს შორის პროდუქციის როტაცია. 
  • ყოველკვირაული ბრენდის სპეციფიური რეპორტინგი. 
  • სეზონის ბოლოს არსებული ნაშთის ესპანეთში გაგზავნა, ბრენდის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად. 
  • დანაკარგების პრევენციის ღონისძიებების წარმართვა/მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული  კომპანიის ქონების ნებისმიერი სახით დაკარგვა/ დაზიანება  მათ შორის შიდა და გარე პირთა მიერ ქურდობით გამოწვეული.
  • ნაღდი და უნაღდო შემოსავლის კონტროლი სალაროში, მათ შორის დღის დახურვის რეპორტის სიზუსტზე. დოკუმენტაციის ოპერატიულად მიწოდება მთავარი მოლარესთვის. 
  • „TAX FREE” და დიპლომატიური ფასდაკლებების სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად ასახვა 
  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერირების, თანამშრომელთა მიღწევების და კომპეტენციების ასამაღლებლად, სათანადო ღონისძიებების ჩატარება და მათი მოტივაცია.
  • გუნდის წევრების მიერ კომპანიის პოლიტიკის, წესებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.
  • გაყიდვების ყოველკვირეული რეპორტის შევსება და მასში  ყველა იმ საკითხის ასახვა, რომელიც გავლენას ახდენს მაღაზიის ფუნქციონირებაზე, ბიზნების ძირითადი საქმიანობის ინდიკატორების ჩათვლიით;
  • მომსახურების კულტურის შექმნა, რომელსაც  გუნდურობა და მიზანზე ორიენტირებული გარემო განაპირობებს.
  • თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა, პიკის სააათებისა და დასვენების დღეეების გათვალისწინებით, ისე რომ მაღაზიაში ყოველთვის იმყოფებოდნენ სათანადო ოდენობის თანამშრომლები.
  • მაღაზიის  სათანადო  ჰიგიენის შენარჩუნება, რათა შეიქმნას სასიამოვნო გარემო და კომპანიისა და ბრენდის იმიჯი იქნას დაცული.
  • კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად, საქმიანობის სტანდარტებისა და კომერციული ასპექტების დაცვა.
  • მაღაზიის კუთვნილი ინვენტარის გაფრთხილება, მათ შორის ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხების დაუყონებლივ მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები: 5 დღე, კვირაში 40 საათი;
  • დასვენება: კვირაში 2 დღე;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com , გთხოვთ დასახელებაში მიუთითეთ: მაღაზიის მენეჯერი - Zara
გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება;