დაფასოების უბნის უფროსის თანამშრომელი

ფოთი სრული განაკვეთი კორიდა
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge
სს „ნიკორას“ შვილობილი  კომპანია შპს „კორიდა“აცხადებს  ვაკანსიას დაფასოების უბნის უფროსის  თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო დღის გეგმის გაცნობა;
  • უბნის შესაფუთი მასალებით და ეტიკეტებით მომარაგება
  • პროდუქციით მომარაგება და ნაშთების კონტროლი;
  • დღის გეგმის დროულად და ხარისხიანად შესრულების კონტროლი
  • შესაფუთ და შეფუთულ პროდუქციაზე ვადების კონტროლი
  • დამფასოებელი დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ტექნიკურ სამსახურთან შეთანხმებით.
  • უბანზე ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების  დაცვის კონტროლი;
  • ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი
  • ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი:
  • ყოველ დღე (კვირის გარდა) 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: 
  • 2,500 (ორი ათას ხუთასი ლარი) ლარის ოდენობით, გადასახადებისა და დასაქმებულის წილის საპენსიო შენატანის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge   
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 მაისი.