ციფრული რეკლამირების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია ზუმერის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ციფრული რეკლამირების სპეციალისტს (Digital Advertiser).

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ციფრული მედია გეგმისა და KPI -ის მიხედვით კამპანიების შექმნა, განთავსება, დისტრიბუცია (Meta ads, Google ads, სხვა პლატფორმები);
  • ინდუსტრიის ტრენდების კვლევა საჭიროებებისა და რელევანტური ინტერესების დასადგენად. კონკურენტების ქცევის კვლევა და ანალიზი;
  • მიმდინარე რეჟიმში მონაცემებისა და შესრულების მონიტორინგი და მასზე შესაბამისი რეაგირება (tracking & reporting) სინიორ ედვერთაიზერთან შეთანხმებით;
  • სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა არხებისა და ამოცანების შესაბამისად;
  • კოლაბორაცია მარკეტინგის გუნდთან; დიზაინერების გუნდთან თანამშრომლობა და მათვის სწორი ამოცანების დასახვა.
  • დაგროვილი მონაცემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად insight-ებისა და user person-ების ჩამოყალიბება მაქსიმალური ROI -ის მისაღებად სინიორ ედვართაიზერთან კოლაბორაციით. Data-driven ციფრული კამპანიების აღსრულება ელექტრონული კომერციისთვის და რეკლამების ეფექტურობის გაზომვა საიტზე;
  • A/B ტესტინგი და სხვა ოპტიმიზაციის გზების შემუშავება, შედეგების წაკითხვა, გაუმჯობესება გუნდთან კოლაბორაციით;
  • ბიუჯეტების მართვა და რეპორტების წარმოება.
  • Keyword-ებისა და Google-ის პარტნიორი საიტების კვლევა.

ზუმერის გუნდში ველოდებით ციფრული რეკლამირების სპეციალისტს, რომელსაც ექნება:
  • ელექტრონული კომერციის რეკლამირების გამოცდილება;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი;
  • კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი;
  • იქნება თვითმოტივირებული, გუნდის ეფექტური მოთამაშეც და არ შეუშინდება გამოწვევებს;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ზუმერი გთავაზობთ:
  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
  • ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
  • კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,ციფრული რეკლამირების სპეციალისტი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!