დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო OLD WALL
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
დასუფთავება: დამლაგებელი
სასტუმრო „OLD WALL“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიქი კვირაში 5 დღე 9:30-18:30 საათამდე.
  • ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
  • ადგილმდებარეობა : ორთაჭალა, ბეჟან კალანდაძის 8                                             

ძირითადი ფუნქციები:
  • სასტუმროს ოთახების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტებით;
  • ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთვევაში მენეჯერის ინფორმირება;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა და  შენარჩუნება;
  • დაზიანებული ნივთების აღრიცხვა;
  • სამუშაო აღჭურვილობის საღ მდგომარეობაში შენახვა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგელობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტის მისამართზე:  hr@pab.ge  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.