საწყობის დამხმარე

გარდაბანი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 800
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი". 
 
შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი - გარდაბანი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია დიდი დიღმიდან (ზაფხულიდან უკვე სრულად დიდ დიღომში იქნება სამუშაო ადგილი)  
სამუშაო საათები - სრული, კვირაში 40 საათი (6 დღე) 
ანაზღაურება - 800 ლარი + გარდაბანში ყოველ ნამუშევარ დღეზე - 10 ლარი  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ნედლეულით წარმოების მომარაგება 
  • მანქანების  დაცლა-დატვირთვა 
  • შეკვეთების მოგროვება 
  • პერიმეტრის წესრიგში მოყვანა 
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია; 
  • დაზღვევა; 
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე; 
 
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ან დარეკეთ ნომერზე +995 591515063, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.