მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის! 
ტურინვესტ ჯგუფი მშენებარე სასტუმრო კომპლექსის ,,Hampton by Hilton“ პროექტის  ფარგლებში, ეძებს გუნდის ახალ წევრს  მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის  პოზიციაზე. 
კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ ჯგუფის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი. 
არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი. 
 
საქმიანობის სფერო: 
  • სამშენებლო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების ოპერატიული მართვა. 
  • სამუშაო ჯგუფის მართვა კაპიტალური სამშენებლო პროექტის მშენებლობის პროცესში. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა. 
  • მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი; 
  • სამშენებლო მოედნის სამუშაოების, კონსტრუქციების, საინჟინრო და ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ორგანიზება საპროექტო და სამუშაო დოკუმენტაციის შესაბამისად. 
  • სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების საჭიროების დადგენა. 
  • სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ნებართვებისა და დაშვების რეგისტრაცია. 
  • მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიღება, განაწილება, აღრიცხვა, შენახვა და გამოყენების კონტროლი 
  • კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა მიღება-კონტროლი (შენობის ელემენტები, კონსტრუქციები და ნაწილები) 
  • სამშენებლო სამუშაოების შედეგების მარეგულირებელი ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებიდან გადახრის მიზეზების იდენტიფიცირება. 
  • მიმღებ კომისიაში წარსადგენი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება. 
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა); 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ან დამატებითი პროფესიული განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; 
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლები 5 წლიანი გამოცდილება; 
  • სამშენებლო კაპიტალურ პროექტებში(რეკონსტრუქცია/ კაპიტალური რემონტები) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. 
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა (B1 ) 
  
დამატებითი მოთხოვნები:  
  • დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • დეტალებსა  და სიზუსტეზე კონცენტრირება 
  • კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი 
  • კეთილსინდისიერება 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: career@tourinvestgroup.com
 
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი  ’’, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!