გიუაანი მეღვინეობა აცხადებს ვაკანსიას ივენთ მენეჯერის პოზიციაზე.
„გიუაანი“ მეღვინეობა მდებარეობს საგარეჯოში, სოფელ მანავში. გიუაანის ღვინის ისტორია 1894 წლიდან იწყება. კომპლექსი აერთიანებს ღვინის საწარმოს, სასტუმროს, რესტორანსა და ბარს.
ადგილმდებარეობა: საგარეჯო, სოფ.მანავი.
დასაქმების ტიპი: მუდმივი სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: შეთანხმებით
ბენეფიტი: ტრანსპორტირება და კვება.
ძირითადი მოვალეობები:
- ივენთების დაგეგმვა და მართვა (ქორწილი, დაბადების დღე, კორპორატიული და სხვა ღონისძიებები)
- კლიენტების მოზიდვა;
- ივენთებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
- ღონისძიების ბიუჯეტირება და ანგარიშის სისტემატური წარმოება;
- ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები
- უმაღლესი განათლება;
- არსებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ღონისძიებების მართვის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიულობა და გუნდურობა;
- გამართული მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე jobs@giuaani.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.