საწყობის ხელმძღვანელი

ქუთაისი სრული განაკვეთი ევერესტი 2010
მივლინება: არა ხელფასი: 1050
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
კვების პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქალაქ ქუთაისში 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პროდუქციის მიღების, დახარისხების და დასაწყობების კონტროლი; 
  • სადისტრიბუციო მანქანების ყოველდღიური შეკვეთების მომზადება, დატვირთვის უზრუნველყოფა და კონტროლი; 
  • საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია; 
  • დაბრუნებული, დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის ინვენტარიზაცია; 
  • საწყობში შემოსული და გასული საქონლის ელექტრონულად (სასაწყობე პროგრამა) აღრიცხვადა კონტროლი; 
  • საწყობის თანამშრომლებისათვის სწორი დავალებების მიცემა, მათი საქმიანობის კონტროლი;  
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება; 
 
უნარ-ჩვევები და მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  
  • საოფისე პროგრამების და ტექნიკის ფლობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა  და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; 
  • დაქვემედებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვის და კონტროლის  
  • უნარ-ჩვევები;  
  • გუნდური  მუშაობის უნარი; 

ანაზღაურება: 1050 ლარი 
განსაკუთრებული პირობა: აუცილებელია უძრავი ქონების ან სხვა ტიპის გარანტია;  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ მეილზე  hr.vacancy@thc.ge  
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.