გასტრონომ ჯგუფის შვილობილი იმპორტიორი კომპანია Georgian Vape Group-ი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ექსკლუზიურად Lost Mary-ის ბრენდის ელექტრო სიგარეტების დისტრიბუციას, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: - ქსელურ და არაქსელურ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის რეალიზაცია
- პროდუქციის წარმოჩენის, განლაგების და მერჩენდაიზინგის მეთვალყურეობა
- სარეალიზაციო სავაჭრო წერტილების გაზრდა, შესაბასად გაყიდვების გაზრდა
- სავაჭრო ობიექტების პერსონალთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება
- კონკურენტების კვლევა,გაყიდვების ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში
- აუცილებელია სამუშაო გამოცდილება თამბაქოს ბიზნეში
- აუცილებელია ავტომობილის ქონა და მართვის მოწმობა B კატეგორია
- კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დარწმუნების უნარი
ადგილმდებარეობა: ბათუმი ანაზღაურება: 2500 – 3000 ლარი + ბონუსი სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე დასვენების დღე: კვირაში 2 დღე ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge . სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს ჯორჯიან ვეიპ გრუპ) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.