დაცვის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი ავიატორი
მივლინება: არა ხელფასი: 920 +ბონუსი
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
შპს „ავიატორ“-ი (გემბლინგ „აჭარაბეთი“) რომელიც 2009 წლიდან დღემდე პოზიციონირებს სათამაშო ბაზარზე, როგორც უპირობო ლიდერი, მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი
აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სპორტის სასახლის ტერიტორია.
განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიან ცვლებში მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • აწარმოოს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
  • მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება;
  • მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
  • ზედმიწევნით შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები;
  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • სისუფთავის მაღალი სტანდარტი;

ანაზღაურება: 920 ლარი (ხელზე ასაღები) + ყოველთვიური ბონუსი (ჩაი).

გაცნობებთ, რომ შპს "ავიატორი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 5 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aviatorgeorgia.com
გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!