წამყვანი ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
სააქციო  საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარევაკანსიას ტექნიკური მომსახურების და რემონტის დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილების დაგეგმვის წამყვანი ინჟინერის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ელექტროტექნიკური  განათლება;
  • ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • რემონტების დაგეგმვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS  Office (Word, Excel (хорошо), MS Outlook), TelDok (ან საზოგადოებაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ანალოგიური სისტემა); SAP TORO (ტორო დაკვეთების ფორმირება/ცვლილება/წაშლა, ტორო სეტყობინებების მიბმა/მოშორება, ტორო სტრუქტურის მიხედვით მონაცემთა დამუსავება);
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისურის ენის ცოდნა);
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, მუშაობაში შეფერხებების შესახებ საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში და ფორმით მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი;
  • ობიექტების ტექნიკური მდგომარეობაზე SAP TORO სისტემაში საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში შეყვანილი სადეფექტო აქტების რანჟირება, პრიორეტიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • გამანაწილებელი ქსელის საექსპლუატაციო სამსახურებიდან მოწოდებული ელ. მოწყობილობების გამოცდების, გაზომვების აქტებისა და TORO-ს მოდულში არსებული რანჟირების ანგარიშის საფუძველზე შესაცვლელი ელ. მოწყობილობის განსაზღვრა, შეთანხმება გამანაწილებელი ქსელის სამსახურთან;
  • სისტემაში არსებული ტექნოლოგიური კარტების, ცალკეული ნორმატიული მონაცემების და სადეფექტო აქტებით განსაზღვრული საჭირო მასალების საფუძველზე, SAP სისტემაში TORO დაკვეთების მომზადება, რესურსების, მასალების და სავარაუდო ვადების მითითებით;
  • SAP TORO სისტემაში დაკვეთების მოსამზადებლად საჭირო ახალი ნორმატიული მონაცემების, საპასპორტო მონაცემებისა და საჭირო მასალების შეყვანის შესახებ მოთხოვნების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე წარდგენა;
  • SAP TORO სისტემაში არსებული რემონტების სტრატეგიის მიხედვით ფორმირებული სარემონტო ობიექტების რეესტრის განხილვა, მათზე არსებული ინფორმაციის (სადეფექტო აქტების) მოკვლევა, შედარება, გაცხრილვა;
  • რეგლამენტირებული რემონტებისთვის, TORO დაკვეთების მომზადების დროს, შესაბამისი ტექნოლოგიური კარტების გამოყენება, მათში საჭირო მონაცემების (ოპერაციები, მასალები) დაზუსტება წარმოდგენილი სადეფექტო აქტების მიხედვით;
  • რეგლამენტირებული რემონტების სტრატეგიის მონაცემების განახლების შესახებ მოთხოვნების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე წარდგენა;
  • ობიექტებზე სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდგომ ობიექტზე მომხდარი ცვლილებების დადგენა და TORO-ს მოდულში არსებული საპასპორტო მონაცემების განახლება;
  • განყოფილებაში შემოსულ წერილზე, მუშაკის ხელმძღვანელის დავალებით, პასუხის მომზადება წერილობითი ფორმით.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge  2024 წლის   02 მაისის  ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.