ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი VIVO Medical Group
მივლინება: არა ხელფასი: 600 - 750 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამედიცინო ცენტრების გაერთიანება "Vivo Medical Group" 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 600 ლარი, სამი თვის შემდეგ 750 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
  • სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოტოვებული გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთან;
  • პაციენტების ექიმებთან ვიზიტების ჩანიშვნა კალენდარში;
  • პაციენტთა კმაყოფილების სატელეფონო კვლევის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
  • ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
  • საოფისე პროგრამები - საბაზისო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე - vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".

მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.