გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ნავთოპროდუქტების მოპოვება/დამუშავება
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას  გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე
აპლიკაციის ბოლო ვადა: 10 / 05 / 2024
 
პოზიციის ძირითადი ამოცანები:
  • კორპორაციის დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებში აღნუსხვა, შენახვა და მართვა
  • სივრცითი მონაცემების და შესაბამისი ალგორითმების გამოყენების უნარი;
  • გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი (შექმნა/რედაქტირება);
  • სივრცითი მონაცემების დამუშვება, გეოგრაფიული რუკების, თემატური რუკების შექმნა
  • რასტრულ მონაცებეთან მუშაობის უნარი (შექმნა, რედაქტირება, აციფრვა და ა.შ.);
  • ვეკტორულ მონაცებეთან მუშაობის უნარი (შექმნა, რედაქტირება და ა.შ.);
  • ყველა პროექტზე (განხორციელებული, მიმდინარე, სამომავლო) არსებული გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) მონაცემების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.
  • საკადასტრო მონაცემების მიღება-დამუშავება, შენახვა, საკადასტრო გეგმების, რუქების და სიტუაციური ნახაზების მომზადება სარეგისტრაციოდ.
  • საპროექტო ხაზის დერეფნის კვლევა, ორთოფოტოზე ანალიზი.
  • სამშენებლო დერეფანში ინფორმაციის მოგროვება კერძო და სახელმწიფო მიწის ნაკვეთების შესახებ.
  • ყველა სახის (ტოპოგრაფიული, თემატური, საკადასტრო, სიტუაციური) რუქების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება, სასურველია ბაკალავრის ხარისხი
  • სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა GIS, CAD პროგრამების ცოდნა
  • ძირითადი სამუშაო ენა ქართული

აუცილებელი უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მაღალი მოტივაცია;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების სურვილი და უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი გადაჭრის უნარი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, CV (Curriculum Vitae) (სამოტივაციო წერილი თქვენი სურვილის შემთხვევაში) გადმოაგზავნეთ სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gogc.ge.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 21, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შენობა.

შენიშვნა:
გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებო მოთხოვნებს.
დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.