ინტენსიური თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის მორიგე ექთანი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
შ.პ.ს. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ინტენსიური თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის მორიგე ექთნის   პოზიციაზე. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საშუალო სპეციალიზირებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ( მე -IV კურსიდან);  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ  2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  
  • საოფისე და სამედიცინო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ექიმის მიერ  გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება; 
  • საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება; 
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • შიდა საექთნო პროტოკოლების და გაიდლაინების დანერგვა/შესრულება; 

პიროვნული უნარ–ჩვევები: 

  • ორგანიზებულობა 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი 
  • კომუნიკაბელურობა 
  • პუნქტუალურობა 
  • გუნდურობა 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  მოგვაწოდოთ CV   ფოტოსურათით, 10 მაისამდე   შემდეგ საფოსტო მისამართზე: Sveta.Sloeva@bochorishvili.ge 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.