უფროსი იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი Hash Bank
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
Hash   Bank   არის   ციფრული   ბანკი,   სიახლე   ქართულ   ბაზარზე.   Ჩვენი   მიზანია   შევქმნათ თანამედროვე,  მომხმარებელზე  ორიენტირებული,  რევოლუციური  პროდუქტი  და  შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს  გუნდში  ვეძებთ  გამოცდილ,  მოტივირებულ,  მაღალი  სამუშაო  ეთიკის  მქონე  ადამიანებს კორპორატიული     კულტურის     ძლიერი     შეგრძნებით,     რომლებიც     მზად     არიან     ახალი გამოწვევებისთვის.

Hash Bank  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი იურისტი

ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკის  ყოველდღიური  საქმიანობის  ფარგლებში  ბანკის  სამართლებრივი  მხარდაჭერა, ნებისმიერი     სახის     მიმდინარე     გარიგებების     შექმნა/სამართლებრივი     ანალიზი (მომსახურება, ნასყიდობა, იჯარა, NDA, ოფიციალური წერილები, ბრძანებები და სხვა.);
  • ბანკის     საქმიანობის     ფარგლებში     გამოსაყენებელი     დოკუმენტაციის/გარიგებების შაბლონური  ფორმების  შექმნა  და  სტანდარტიზაცია  (მათ  შორის,  მესამე  მხარეებთან დასადები,         საბანკო         მომსახურების         ხელშეკრულებები,         უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და სხვა.);
  • ბანკის    საქმიანობის    ფარგლებში    ნებისმიერი    დებულების/პროცედურის/პროცესის სამართლებრივი ანალიზი და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ბანკის  სამართლებრივი  შესაბამისობის  უზრუნველყოფა,  მათ  შორის  საკანონმდებლო ანალიზი და  ბანკის  კანონმდებლობასთან, მათ შორის მარეგულირებლის  ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ბანკის   საბანკო   საქმიანობის   ფარგლებში   ნებისმიერი   პროდუქტის   ან/და   პროცესის სრული   სამართლებრივი   უზრუნველყოფა,   მათ   შორის   სამართლებრივი   ანალიზი, შესაბამისი       გარიგებების/პირობების       შექმნა       (ხელშეკრულებები,       კლიენტების განაცხადები    და    ა.შ.)    და    ანალიზი,    მარეგულირებელ    ორგანოსთან    შეთანხმების პროცესში მხარდაჭერა და უზრუნველყოფა, კანონმდებლობასთან და მარეგულირებლის სამართლებრივ       აქტებთან       ბანკის       პროდუქტების/პროცესების       შესაბამისობის უზრუნველყოფა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და სხვა;
  • ბანკის   სამართლებრივი   წარმომადგენლობა   მესამე   პირებთან,   მათ   შორის   ბანკის კონტრაქტორებთან          მოლაპარაკების          პროცესში,          საჯარო          ორგანოებთან, მარეგულირებელთან და სხვა;
  • ბანკის  სამართლებრივი  მხარდაჭერა  შრომის  სამართლებრივ  საკითხებში,  მათ  შორის შესაბამისი   გარიგებების  (შრომის   ხელშეკრულება,   შინაგანაწესი,   ბრძანება   და   სხვა) შაბლონების მომზადება, პროცესების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ბანკის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის კუთხით, მათ შორის ინსპექტორთან წარმომადგენლობა და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;

გამოცდილება:
  • კერძო/ბიზნეს  სამართლის  მიმართულებით  იურისტად  მუშაობის  მინიმუმ  4  წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო/საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • იურიდიული   პროცესების,   პროცედურებისა   და   სტანდარტების   დახვეწაზე   მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე (მინიმუმ B2) იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია   ინტელექტუალურ   საკუთრებასთან   დაკავშირებული  გამოცდილება,   მათ შორის სასაქონლო ნიშნების შეფასება/რეგისტრაცია და ა.შ.

ცოდნა და უნარები:
  • საბანკო   სამართლის,   მათ   შორის   საქართველოს   ეროვნული   ბანკის   რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • ორგანიზებულობა;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გამოსავლის ძიების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურობა;
  • იურიდიული წერის კულტურა;
  • სიახლეების ძიება და ადვილად ადაპტირება.

დაინტერესების   შემთხვევაში,   გთხოვთ,   გამოაგზავნოთ   CV/რეზიუმე   მოცემულ   მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 მაისი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ,   რომ   სს   „ჰეშ   ბანკი“   ახორციელებს   კანდიდატის   პერსონალური   მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა  დაცვის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მოთხოვნათა  შესაბამისად.  ინფორმაცია
კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.