შპს "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მემონტაჟის (მემონტაჟე, ელექტრობა, სუსტი დენები) პოზიციაზე:
ზოგადი მოვალეობები:
- განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
- განახორციელოს მოწყობილობების ხარისხიანი ინსტალაცია;
- შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
- მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
- მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
- სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები;
მთავარი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
- სასურველია სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ელექტრობაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი ჩაითვლება უპირატესად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
- ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით;
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი) შაბათ-კვირის გარდა.
- ანაზღაურება - მინიმუმ 1000 ლარი ხელზე ასაღები, დამატებითი სამუშაო საათები ანაზღაურდება სტანდარტულს 20% დანამატით. სახელფასო რეინჯი გამოცდილების მიხედვით 1000-2000 ლარი ხელზე ასაღები. + ბონუსები
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქ. N2, ობიექტების მიხედვით სხვადასხვა ადგილზე.
- გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად მისამართზე: info@sekkeipark.com. გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
CV-ის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 16 მაისი.