ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
ხელფასი: 1100
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. 
 
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის  პოზიციაზე დიღმის ფილიალში. 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • ჰიპერმარკეტში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა; 
  • დანადგარების მართვის კარადების მონიტორინგი და პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა; 
  • ენერგო მომხმარებელი მოწყობილობების და დანადგარების მართვა/კონტროლი; 
  • ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი; 
  • მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა; 
  • ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა; 
  • საქსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან ტექნიკური განათლება, ელექტროობის მიმართულებით; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა; 
  • სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება; 
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა 
  • ანაზღაურება: 1100 ლარი;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო). 
  • კვება; 
  • FitPass; 
  • უფასო ტრანსპორტირება; 
 
  
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ  
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge   
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ 
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. 
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
გისურვებთ წარმატებებს!