დისტრიბუციის მონიტორინგის აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიდიელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე. 
ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 15 წელზე მეტია ახორციელებს .  
 
ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მონიტორინგის აგენტის  პოზიციაზე  თბილისში. 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კონკრეტული პრისეილის დებიტორული  დავალიანებებისა და ძირითადი საშუალებების შემოწმება, ვალზე შედარება, დარღვევის აღმოჩენა და შესაბამისი მტკიცებულების მოპოვება. 
  • მონიტორინგის პროცესში წარმოქმნილი უზუსტობების, გადაცდომებისა და წარმოქმნილი არასტანდარტული ან არაგეგმიური შემთხვევების გაანალიზება. 
  • დღის მანძილზე შემოწმებული ობიექტების შესაბამისი, დეტალური კომენტარის დაფიქსირება, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა, ინფორმაციის (ანგარიშგების) ნახვა-გაანალიზება.  
  • სამუშაო უბნის მარშუტების ოპტიმალური დაგეგმარება. 
  • გაყიდვების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი 
 
შენიშვნა: აღნიშნული პოზიცია მოიაზრებს მივლინებებში გამგზავრებას მთელი საქართველოს ფარგლებში. მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება  
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონიტორინგის/კონტროლის სფეროში.  
  • MS Office (Word, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა 
  • აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს ავტომობილს.(ცვეთის და საწვავის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან) 
 
გარანტიები: 
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე. 
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დისტრიბუციის მონიტორინგის აგენტი“ 
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება! 
 
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. 
 
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 
გისურვებთ წარმატებას!