ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
კომპანია ზუმერის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ბრენდ მენეჯერს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბრენდ მენეჯერი პასუხისმგებელია ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაზე, იმპლემენტაციაზე და მის განხორციელებაზე, რათა შეინარჩუნოს და გააძლიეროს ბრენდის იდენტობა, უზრუნველყოს კონტენტის და მთავარი სათქმელის თანმიმდევრულობა მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველა შეხების წერტილში, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ არხებში.

პასუხისმგებლობები:
  • ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება ონლაინ და ოფლაინ არხებისთვის;
  • ბრენდის იდენტობის მართვა, მონიტორინგი და კონტროლი;
  • ბრენდის შიდა და გარე კამპანიების შემუშავება როგორც კომპანიის შიდა გუნდთან, ასევე სააგენტოებთან კოლაბორაციით;
  • ბაზრის კვლევა, ანალიზი, ტრენდების განსაზღვრა და რეპორტინგი;
  • ბრენდის საკომუნიკაციო შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
  • ბრენდის საკომუნიკაციო ბიუჯეტების მართვა და კონტროლი;
  • საკომუნიკაციო კონტენტის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
  • მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • ბრენდის შიდა საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და თანამშრომლების ჩართულობა ბრენდის ღირებულებებთან.

ზუმერის გუნდში ველოდებით ბრენდ მენეჯერს, რომელსაც ექნება:
  • ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით უმაღლესი განათლება;
  • კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი;
  • იქნება თვითმოტივირებული, გუნდის ეფექტური მოთამაშეც და არ შეუშინდება გამოწვევებს;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ზუმერი გთავაზობთ:
  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
  • ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
  • კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,ბრენდ მენეჯერი მარკეტინგის გუნდში“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!