გაყიდვების უმცროსი ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების ანალიტიკოსი
კომპანია  ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების უმცროსი ანალიტიკოსის თანამდებობაზე. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;  
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1 
სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • გაყიდვების მონაცემთა ბაზების პირველადი დამუშავება/მუდმივი განახლება; 
  • სტატისტიკური და ანალიტიკური ბაზების საჭიროებისამებრ განახლება; 
  • გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება; 
  • თანამშრომლებთან გაყიდვების შედეგის უწყვეტი მიწოდება, რეპორტებში ცვლილებების ასახვა, რეკომენდაციების მიცემა/მონიტორინგი - შედეგების შეფასებაში მონაწილეობა. 
  • შედეგების გასაუმჯობესებლად სხვა და სხვა შეჯიბრებების დაგეგმვა გაყიდვებში და შესრულების მონიტორინგი; 
  • საჭიროებისამებრ სხვა დამატებითი, მარტივი რეპორტების აწყობა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;  
  • რითეილში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სავალდებულოა MS Excel ძალიან კარგად ცოდნა (Advance Level) . 
  • აუცილებელია მონაცემთა დიდ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია Power BI-ში რეპორტების აწყობის გამოცდილება. 
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის) ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, მათემატიკა ან სხვა მონათესავე ტექნიკურ დარგში; 
  • ქართული ენა - სრულყოფილად,  
  • ინგლისური - კარგად, 
 
ზუმერი გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით და სხვადასხვა კორპორატიულ აქტივობებს. 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,გაყიდვების უმცროსი ანალიტიკოსი". 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
 
გისურვებთ წარმატებას!