ბრიგადის მუშა

ქუთაისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი)
შპს „სერვის ნეტ გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას  მუშის პოზიციაზე ქ.ქუთაისი

 სამუშაო აღწერილობა: 
  • სახაზო ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა;
  • მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება;
  • ჭებისა და სატელეფონო არხების აშენება;
  • სატელეფონო არხების ვარგისიანობის შემოწმება;
  • არსებული სატელეფონო არხების აღდგენა, დამარხული ჭების მოძებნა/ამოსუფთავება;
  • სატელეფონო ბოძების გამაგრება/ გადატანა;
  • კაბელების ჩადება სატელეფონო არხებში; კაბელის გაყვანა შენობებეზე; საჰაერო კაბელების მონტაჟი;
  • საჭიროების შემთხვევაში მძღოლის ფუნქციების შეთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:
  • სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • (კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება);
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება);
  • დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;  

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე:  მისამართზე:  vacancy@servicenetgroup.ge  2024 წლის 17 მაისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.