ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი ,,River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის  პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;  
  • ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;  
  • გადახდების და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;  
  • ჯავშნების განხორციელება;  
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;  
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;  
  • სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;  
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.  
  
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :  
  • სასურველია  ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;  
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;  
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;   
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; 
  • კვებას და ტრანსპორტირებას ცვლების შესაბამისად; 
  • დასვენებას დაბადების დღეზე; 
  • კვირაში 2 დღე დასვენება; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე  2024 წლის  20  მაისამდე  ელექტრონულ ფოსტაზე: megi.ananidze@riverrockhotels.com  სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
 
გისურვებთ წარმატებას!