ლაბორანტი

თბილისი სრული განაკვეთი ზარაფხანა
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ხელოვნება/მედია: იუველირი
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სავალდებულოა 2-დან 3 წლამდე  მუშაობის გამოცდილება; 
  • განათლება რელევანტურ სფეროში; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი; 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 
  • ოქროს სინჯის დადგენა; 
  • ვერცხლის სინჯის დადგენა; 
  • ოქროს და ვერცხლის გასუფთავება (აფინაჟი); 
  • გალვანური უბნიდან ანალიზის აღება და დამუშავება; 
  • ოქროს და ვერცხლის შემცველობის დადგენა შლიფში; 
  • ოქროს და ვერცხლის გამოყოფა შლიფიდან; 
ანაზღაურება: შეთანხმებით 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00სთ 

დამატებითი ინფორმაცია: 
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მხოლოდ PDF- ფაილში,  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapkhana.ge
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან 
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე http://www.zarapkhana.ge  
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. 
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანაში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.