პასიური ქსელის ინსტალატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტექნეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას პასიური ქსელის ინსტალატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ლოკაციებზე მოკვლევითი სამუშაოების წარმოება/დაგეგმვა;
  • პასიური ქსელის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა ტექნიკური დავალების მიხედვით;
  • პასიურ გაყვანილობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება (კომპანიის საქმიანობის ფარგლებში);
  • მივლინებაში გამგზავრება პროექტის ლოკაციის შესაბამისად;
  • შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი/დემონტაჟი;
  • ინტერნეტ კაბელის დაზიანებების აღმოფხვრა;
  • კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი;
  • ქსელურის ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
  • მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი.
  • მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00
  • ანაზღაურება: 1 500 ლ 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაგზავნე CV