ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ტექნეტი
ხელფასი: 2200
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო სერვისების გამართული მუშაობის ორგანიზება და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით მონიტორინგის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი, საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების გუნდის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების სამუშაოს დაგეგმვა და მართვა;
  • ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენის უზრუნველყოფა პერსონალისთვის;
  • ბიზნესის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება
  • მიმდინარე პროექტებში სრულად ჩართულობა, რეკომენდაციების გაწევა
  • სიახლეების ან/და ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • გუნდის წევრებისთვის მიზნების დასახვა და დასახული მიზნების მიღწევაში მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის სიღრმისეული  ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გამოვლენილ ხარვეზებზე დროულად რეაგირების უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;  
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00
  • ანაზღაურება:  2 200 ლ


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.


გისურვებთ წარმატებას!

გაგზავნე CV