საადვოკატო ბიურო ნაკაშიძე და პარტნიორები აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) დისტანციურად პოზიციაზე!
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სავალდებულოა კანდიდატი იყოს გამოცდილი და დამოუკიდებლად შეეძლოს მაღალ დონეზე ხელშეკრულებების, სასარჩელო მოთხოვნების, შესაგებლებისა და სხვა სახის იურიდიული
- დოკუმენტების შედგენა, შესწავლა და დამუშავება საქართველოს სასამართლოების და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით.
- არგუმენტირებული წერის უნარი ქართულად C1 დონეზე საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საოფისე დონეზე ცოდნა
განათლება:
- იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი/მაგისტრატურის კურსდამთავრებული ან სტუდენტი.
- ანაზღაურება: გამომუშავებით გამოსაცდელი ვადა 3 თვე.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 3 ეტაპად:
- CV - ის საფუძველზე
- საპროცესო დოკუმენტის შედგენა
- გასაუბრება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: info.iuristi@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 16 მაისი