არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი სპექტრუმ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.  
ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.    
 
მოვალეობები: 
  • ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება; 
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია, საპროექტო დავალების ჩამოყალიბება; 
  • ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან; 
  • ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა; 
  • სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება გასაზღვრულ ვადებში; 
  • მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება; 
  • კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; 
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; 
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; 
  • ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Revit-ში; 
  • პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook). 
 
პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • დროის ეფექტური მართვა;  
  • ორგანიზების კარგი უნარი; 
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • გუნდური და პასუხისმგებლიანი; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული;  
  • შრომისმოყვარე და ენერგიული; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; 
  • პუნქტუალური. 
 
ნაზღაურება და სხვა ბენეფიტები: 
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “არქიტექტორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. 
 
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.   
“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.