გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი თი სი თრეიდინგ
მივლინება: არა ხელფასი: 2500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლის მოძიება, ბაზრის მოკვლევა ინდუსტრიის ტენდენციების გათვალისწინებით;
  • არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენთიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის და საინჟინრო გადაწყევტილების შეთავაზება;
  • რეგულარული შეხვედრების ჩატარება მომხმარებელთან ახალი პროდუქტების შეთავაზების მიზნით, მათი კმაყოფილების შეფასება;
  • სამშენებლო ინდუსტრიის სტანდარტების ცოდნა, განახლებულ რეგულაციებსა და ტექნოლოგიებზე თვალის დევნება;
  • გაყიდვების შედეგების გაანალიზება, ყოველთვიური გეგმის შესასრულებლად გაყიდვების ხელმძღვანელთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
  • ყოველთვიური გეგმის შესრულება;
  • ყოველდღიური რეპორტი ხელმძღვანელობასთან;
  • კომპანიაში არსებული საიჯარო და გასაყიდი პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა;
  • ძველი, მიმდინარე და ახალი სამშენებლო ობიექტების აღრიცხვა, ინფორმაციის მოძიება და შემდგომი პოტენციურ მომხმარებელეთან ვიზიტის დაგეგმარება;
  • საკუთარი პორთფელის შექმნა, პორთფელში არსებულ კლიენტებთან პროდუქციის გაყიდვა/გაქირავება, შემდგომი სამშენებლო ობიექტის მონიტორინგი და მუდმივი კომუნიკაცია კლიენტთან;
  • საკუთარ პორთფელში არსებულ კლიენტებთან ვალდებულებების კონტროლი და შეთანხმებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საწყობთან კომუნიკაციით გაყიდული პროდუქტის ობიექტზე მიტანის ან გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • კონკურენტი კომპანიების პროდუქციის და ფასების შესწავლა
  • იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტტან კომუნიკაცია
  • კომპანიის მიერ გადმოცემული სატანსპორტო საშუალების მოვლა პატრონობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოება

ხელფასი: 2500 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.