სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო დაწესებულება
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სამედიცინო დაწესებულება  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერის (ფარმაცევტი) პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი 
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;  
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი                                                                                          
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საწყობში სახარჯი მასალების, რეაგენტებისა და მედიკამენტების მიღება, შემოწმება და მარაგების აღრიცხვა/კონტროლი; 
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღნიშნული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა; 
  • შესყიდვების განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით; 
  • მოთხოვნილი სახარჯი მასალებისა და  მედიკამენტების დროულად გაგზავნა დაწესებულებებში; 
  • ყოველთვიურად გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება; 
  •  სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტის განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com  და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი“ 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.