სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს კლინიკები
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საჯარო სამსახური: სახანძრო/სამაშველო
„საქართველოს კლინიკები“ აცხადებს სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში. 
„საქართველოს კლინიკები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათაო იფისი , ბელიაშვილის N142
სამუშაო გრაფიკი : 8 საათიანი, კვირაში 5 დღე

მოვალეობები:
  • კომპანიაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება,სახანძრო რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა, დახვეწა, ჩაბარება და შესრულების კონტროლი;
  • სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და პერიოდული განახლება კანონმდებლობის შესაბამისად
  • მუდმივი ინფორმირებულობა სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და კომპანიის მენეჯმენტის დროულად ინფორმირება;
  • სახანძრო უსაფრთოხების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება;
  • პერსონალის ცოდნის შემოწმება (ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების წარმოება);
  • შემთხვევების დოკუმენტირება, სტატისტიკისა და რეპორტინგის წარმოება

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • თეორიული ცოდნა, სერტიფიკატი - სახანძრო/შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სახანძრო/შრომის უსაფრთხოების მიმართულებით)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლების გადაჭრის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი და ორგანიზებული;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;

განაცხადის მიღების ბოლოს ვადაა :  30 აპრილი  , 2024 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV)  შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება “სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი“ .

„საქართველოს კლინიკები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
 
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
 
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
 
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
 
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
 
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება