გაყიდვების მენეჯერი

რუსთავი სრული განაკვეთი რუსთავის ავტობაზრობა
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:30-17:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკომისიო გაყიდვების პროექტის ფარგლებში, მიღებული ავტომობილების  ვიზუალური დათვალიერება და შემოწმება; 
  • ავტომობილების რეალიზაციის არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
  • მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების განსაზღვრა და დახმარება საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში;
  • ავტომობილების მიღებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სამუშაო გამოცდილება მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.  

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.


მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/


მოგვწერეთ: hr@autopapa.com


დაგვიკავშირდით: +995 591512644 ნათია.


რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!