ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Gymnasia
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
სპორტული კომპლექსი Gymnasia აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი და პირობები: 
სამუშაო განაკვეთი: სრული
კვირაში დასვენება: 2 დღე (შაბათი-კვირა სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი 
ლოკაცია: თბილისი, ელ. ამაშუკელის 14ა

ძირითადი მოვალეობები: 
  • პროგრამაში დაფიქსირებულ ლიდებთან დაკავშირება ტელეფონის მეშვეობით;
  • სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი;
  • რეპორტინგი.

უნარ-ჩვევები:
  • გამართული მეტყველება და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა, შრომის მოყვარეობა;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: tiko.altunashvili@gymnasia.com
გისურვებთ წარმატებას!