სტაჟირება-გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სტაჟირება ფინატო
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „FinATO“ ეძებს აქტიურ, მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ფასიანი სტაჟირებისათვის, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში
ჩვენი კომპანია სთავაზობს კლიენტებს ბიზნეს საკონსულტაციო (ბუღალტრულ, ფინანსურ, აუდიტორულ, პროექტების შეფასების, ბანკებთან მედიაციის, ინვენტარიზაციისა და სხვა ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით) მომსახურებას, განურჩევლად კომპანიის ზომისა და მდებარეობისა.

რას გთავაზობთ:
  • სტაჟირების 3 თვის განმავლობაში გთავაზობთ ფიქსირებულ 250 ლარს + ბონუსს, რომელიც სრულად დამოკიდებულია მოზიდულ კონტრაქტებზე და განისაზღვრება მოზიდული ერთჯერადი კონტრაქტის 10%-ით და რეგულარული კონტრაქტის პირველი გადახდის 30%-ით. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე კადრის მიერ გამომუშავებული საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1,000-2,000 ლარს
  • დასაქმებას სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ, სადაც გექნებათ გაზრდილი ფიქსირებული ხელფასი ხოლო დამატებით ბონუსის სქემა უცვლელი დარჩება. ამ შემთხვევაში საშუალო თვიური ხელფასი (ფიქსირებული + გამომუშავებული) ჩვენი გამოცდილებით შეადგენს 1,500-3,000 ლარს
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა: მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაწინაურება გაყიდვების უფროსი სპეციალისტის ან გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე
  • კომპანიის მიმართულებების შიდა სწავლება ტრენინგებისა და ლექციების სახით

სამუშაოს აღწერა:
  • ჩვენი სერვისების სიღრმისეული შესწავლა;
  • მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლების ბაზის შექმნა, მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • არსებული მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
  • შესრულებული დავალებების შესახებ რეპორტის მომზადება.

მოთხოვნები:
  • გამოცდილება: სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) გამოცდილება ქოლ ცენტრში ან პროდუქციის შეთავაზების სხვა მიმართულებით
  • კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი

სამუშაო განრიგი და პირობები:
  • კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • დასვენება ოფიციალურ უქმეებზე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info.finato@gmail.com.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებებს!