მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მზარეული;

ძირითადი მოვალეობები:
  • კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
  • საკვები პროდუქტების სწორად დახარისხება და შენახვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება კულინარიის მიმართულებით;
  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1-3 წელი;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები: 
  • გრაფიკი- კვირაში 5 დღე/დღეში 9 საათი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1000-1500 ლარი);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
გისურვებთ წარმატებას!
 
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.