მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ბარამბო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია ბარამბო აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე სანაყინე კიოსკებში.
ადგილმდებარეობა: გლდანი, ისთ ფოინთი, მელიქიშვილის გამზირი (გთხოვთ მიუთითეთ თქვენთვის შედარებით ხელსაყრელი 2 ლოკაცია);
სამუშაო გრაფიკი: სრული 40 საათი 5/2;
სახელფასო ფონდი: 950 ლარი.

ძირითადი მოვალეობები
  • კლიენტთა მომსახურება
  • სალარო ოპერაციები
  • პროდუქციის ცოდნა/შეთავაზება/რეალიზაცია

მოთხოვნები
  • მომსახურების სფეროში მცირე გამოცდილება
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • დღისა და საღამოს ცვლაში შერეულად მუშაობის შესაძლებლობა
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
  • მომხმარებელთა პოზიტიურ გამოცდილებაზე ზრუნვა
  • გუნდურად მუშაობის უნარი სურვილთან ერთად.
  • სტაბილური დასაქმების სურვილი, განვითარების პერსპექტივით

გთავაზობთ:
დასაქმებას მზარდ-სტაბილურ კომპანიაში, პროფესიული ზრდის, სწავლებისა და დაწინაურების პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.