კონსულტანტი

თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე , წყნეთში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში);
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: წყნეთი, რუსთაველის ქუჩა 45.

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (კონსულტანტი, ბაკურიანი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!