კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისი მოლში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ

ძირითადი მოვალეობები:
  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel).

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენთან გელოდებათ:
  • სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ გუნდს;
  • ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@pepela.ge და საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (კონსულტანტი, თბილისი მოლი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!