კონსულტანტი

მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე  ქალაქ თელავში. 
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან. 
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თელავი, ალაზნის გამზირი #77 
 
ჩვენთან გელოდებათ: 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება. 
 
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; 
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა. 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@pepela.ge  და საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (კონსულტანტი, თელავი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. 
გისურვებთ წარმატებას! 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
გისურვებთ წარმატებას!