მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, კერძოდ ბაგების დასახლებაში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან. 
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 29 
ჩვენთან გელოდებათ: 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; 
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel). 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა. 
 
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერის ასისტენტი,ბაგები) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. 
 
გისურვებთ წარმატებას!