მენეჯერის ასისტენტი-ჰუალინგ პლაზა

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან. 
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ჰუალინგ პლაზა, მახათას მთაზე. ლეჟავას #22.
 
ჩვენთან გელოდებათ: 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; 
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel). 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა. 
 
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერის ასისტენტი, ჰუალინგ პლაზა) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. 
 
გისურვებთ წარმატებას!