ექთნის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო კომპანია
მივლინება: არა
სამედიცინო: ექიმის დამხმარე
მაღალი სტანდარტების მქონე ახალი  სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებებში. 
კლინიკა აღჭურვილია უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური თანამშრომლებით. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო; 
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს; 
 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა; 
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com ,  მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე“ და თქვენთვის სასურველი მიმართულება . 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.