გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Ecocane
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ECOCANE აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

თუ გაქვს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით და ამავდროულად ეძებ შესაძლებლობას განავითარო შენი პროფესიული უნარები და კონტაქტები გაყიდვების სფეროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის.

კომპანია ECOCANE იწყებს მოღვაწეობას საქართველოში, ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფერო იქნება იმპორტირებული ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.


ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული მომხმარებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთის მიღება/გაფორმება;
  • კომპანიის პროდუქტებით დაინტერესებული მომხმარებლების მოძიება, მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა, მათთან შეხვედრების ორგანიზება და პროდუქციის წარდგენა;
  • განხორციელებული საქმიანობის რეპორტინგი კვირის ჭრილში;
  • კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოხმაურების კონტროლი.


მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან კომუნიკაციის და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • დახვეწილი საუბრის მანერა, მომხმარებელთან თავდაჯერებულობა და სწორი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

 

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული (12:00-19:00) ხელშეწყობა სტუდენტებზე;
  • ლოკაცია: დიღომი, ოლიმპიური აუზიის მიმდებარედ
  • დასვენების დღე: შაბათი და კვირა
  • ანაზღაურება: 1 000 ლარი ხელზე ასაღები.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Info@ecocane.ge; დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.