მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel & Suites
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს. "STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • აპარტამენტის მფლობელებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა არხების გამოყენებით;
  • აპარტამენტების მართვის პორტალის მართვა,  მფლობელების ბაზის მუდმივად განახლება, მფლობელების მხარდაჭერა პირადი პორტალის გამოყენაბაში; 
  • მფლობელის მიერ დაჯავშნის მოთხოვნის სრული პროცესის მართვა; 
  • მფლობელებსა და მმართველ კომპანიას შორის სერვის ხელშეკრულებების ან შეთანხმებების განხილვა, მოლაპარაკებების წარმოება, პირობების შეთანხმება; 
  • ხელშეკრულების განახლების, შესწორების ან შეწყვეტის პროცესის კოორდინირება, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით; 
  • მფლობელის კომუნალური ხარჯების მართვის ზედამხედველობა;
  • აპარტამენტის მფლობელისთვის აპარტამენტის გადაბარების პროცესის სუპერვიზირება;
  • მფლობელების საჭიროებებზე სწრაფი, ეფექტური რეაგირება, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება;
  • მფლობელების შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად, ფინანსურ დეპატამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა, ინფორმაციის რეგულარული განახლება;
  • პორტფელის გაფართოების მიზნით, მფლობელებთან რეგულარული შეხვედრები, მართვის სერვისში ჩართულობის უპირატესობების წარმოჩენა და ახალი ხელშეკრულებების პროცესის დაინიცირება;  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასტუმროში ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად; 
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;  
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge 
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  15 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.