კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი IDEA
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია შპს. “IDEA“-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების, წარმოებას და იმპორტს საქართველოში.
კომპანია შპს. “IDEA“-ს ჰიპერმარკეტის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სერემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა

შპს. “IDEA“- აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
  • მომხმარებლებს გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში
  • ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
  • გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების,და საგარანტიო პირობების მომსახურების შესახებ, მომხმარებლებს აცნობოს მიმდინარე აქციები.
  • შეამოწმოს და უზრუნველყოს ჰიპერმარკეტში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე
  • იზრუნოს ჰიპერმარკეტში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე.
  • დახლებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება.
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი.
  • მოითხოვოს მომხმარებლების მიერ მოთხოვნადი პროდუქციის მომარაგება.
  • აუცილებელი შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პრეზენტაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული

CV გამოაგზავნეთ მეილზე Vacancy@Bsmg.ge და bsmginfo@gmail.com გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

CV-ს გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ რომ “IDEA“-მ 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.