გეოდეზისტი

თბილისი სრული განაკვეთი AWARD
მივლინება: არა ხელფასი: 3600 - 4200
სამშენებლო, უძრავი ქონება: გეოდეზისტი
შპს ,,AWARD’’ აცხადებს გეოდეზისტის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი
ორგანიზაცია: შპს AWARD
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: დარიცხული 3600-4200 ლარი

მოვალეობები:
  • სამშენებლო მოედანზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე, სათანადო კვლევების განხორციელება;
  • სათანადო საველე ტოპოგრაფიული (ორთო) სამუშაოების განხორციელება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შემთხვევაში ან ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, სათანადო საშემსრულებლო დოკუმენტაციისა და პროექტის ტექნიკური და ახალი მიერთებების პროექტების დამუშავებაში მონაწილეობა;
  • დაკვალვითი სამუშაოების შესრულება, როგორც ტაქეომეტრით, ასევე GPS მიმღების გამოყენებით;
  • GPS ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღება;
  • ტახეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
  • სქემატური ნახაზების შედგენა;
  • ორთოფოტოების მომზადება;
  • კომუნიკაციების ნიშნულების ზუსტად განსაზღვრა;
  • აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა;
  • შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;

პროფესიული მოთხოვნები:
  • აღნიშნული პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და შესაბამისი საჭიროების პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office, Archicad, Autocad);

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/05/2024.

გისურვებთ წარმატებას!