გენერალური დირექტორის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ჯეტექსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კომპანია "ჯეტექსი" აცხადებს ვაკანსიას  გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამუშაო წლის კალენდრის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; 
  • დირექტორის პირადი კალენდრის მოწესრიგება, განრიგის დაგეგმვა; 
  • მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება/კონტროლი; 
  • სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია; 
  • კომპანიის მმართველ რგოლთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი; 
  • კომპანიის სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა; 
  • ოფისის ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა. მუშაობა დოკუმენტაციასთან და ანგარიშგებასთან; 
  • მეილზე შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა ან გადამისამართება შესაბამის პირთან; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი; 
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი; 
  • შრომისმოყვარე. ამოცანების მოგვარების მიმართ ძლიერი ინტერესი და მიზნის მიღწევის სურვილი. 
 
კომპანიის ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • ულიმიტო სასაუბრო დრო; 
 
სხვა დეტალები: 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 
  • სამუშაო კვირა: სტანდარტული, ორშაბათი-პარასკევი 
  • სამუშაო საათები: სრული 10:00 -19:00  
  • მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ლვოვის ქუჩა 66 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: ivane.mecxi@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.