შრომის უსაფრთხოების ექსპერტი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი
სამშენებლო კომპანია ანაგი  აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ექსპერტის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 2

მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის ყოველდღიური ინსპექტირება და მონიტორინგი;
  • დაკისრებული მოვალეობების შესახებ მოხსენებების პერიოდულად წარდგენა ხელმძღვანელის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია კანდიდატი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი;
  • განათლება: სასურველია უმაღლესი;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პროფესიული და პიროვნული უნარები:
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!