გენერალური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გრატუს აპარტჰოტელ თბილისი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი
თბილისის ისტორიულ რაიონში მდებარე თანამედროვე ინტერიერის სასტუმრო შპს „გრატუს აპარტჰოტელ თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას: გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წინამძღვრიშვილის 113ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს ეფექტური მართვა და ოპერირება;
  • სასტუმროსთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის შერჩევა და მართვა;
  • სასტუმროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სასტუმროს რეპუტაციის ზრდაზე ზრუნვა, ამისთვის კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბება და მათი მიღწევის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • სასტუმროს პოპულარიზაცია, სარეალიზაციო არხების იდენტიფიცირება და მართვა;
  • გაყიდვებისთვის საჭირო აქტივობებისა და აქციების დაგეგმვა;
  • სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
  • არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
  • უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;
  • სასტუმროს ხარჯების დეტალური და სტრუქტურული კონტროლი;
  • გაყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, სერვისის სტრატეგიის ფორმირება და აღსრულება;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური მოგება-ზარალის აღრიცხვის წარმოება და დირექტორთან წარდგენა;
  • საბანკო ოპერაციების და პროდუქტების მონიტორინგი;
  • შესყიდვების და ხარჯების ბიუჯეტის/სტრატეგიის შედგენა, ბაზრის მუდმივი კონტროლი და ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული აქტივობების დაგეგმვა;
  • სტრატეგიული შესყიდვების განხორციელება, რაც ასევე გულისხმობს ტენდერის ჩატარებას, გამარჯვებულის გამოვლენას და კომპანიისთვის მომგებიანი პირობებით კონტრაქტის გაფორმებას;
  • მომწოდებლების შერჩევა;
  • კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (საგადასახადო, შრომის უსაფრთხოება, სანიტარია, შრომის კანონმდებლობა);
  •  საავტორო უფლებების დაცვა;
  • ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან კომუნიკაცია, ორგანიზაციის ინტერესების წარდგენა და დაცვა;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სტუმართმასპინძლობის სექტორში მსგავსი მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კომფორტულ სამუშაო ადგილმდებარეობას
  • თანამედროვე ინტერიერის მქონე, ნათელ სამუშაო სივრცეს

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: a.cheishvili@hrspace.ge 11 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!