სერვის-ცენტრის მენეჯერი

თბილისი, ბათუმი, რუსთავი სრული განაკვეთი ელთ კომპანი
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
საფინანსო ორგანიზაცია “ელთ კომპანი“  აცხადებს ვაკანსიას ,,სერვის-ცენტრის მენეჯერის“ პოზიციაზე.  
საფინასო ორგანიზაცია "ელთ კომპანი" უკვე 15 წელია რაც არსებობს. ჩვენი ძირითადი სფერო არის სალომბარდე საქმიანობა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ორგანიზაციის 150–ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის 20 სერვისცენტრში და ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.  
„ელთ კომპანი“  ორიენტირებულია იმაზე რომ წვლილი  შეიტანოს ჩვენი ქვეყნის სწორი  ფულად–საკრედიტო  პოლიტიკის ჩამოყალიბებაში,  საშუალო ბიზნესის განვითარებაში,  მთავარ მიზნად კი კომპანია ისახავს თითოეული მოქალაქისათვის სანდო და საიმედო პარტნიორობის გაწევას. 
სამუშაოს გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ და დასვენების 2 დღე) 
ლოკაცია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი 
ანაზღაურება: 1200 +კვარტალური ბონუსი 
 
ჩვენი შემოთავაზებაა: 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მხარდაჭერა; 
  • წახალისების სისტემა 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სავალდებულოა  ოქროსა და ძვირფასი ლითონების  შეფასების  ცოდნა და სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა; 
  
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: 
  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი; 
  • გუნდის ეფექტური მართვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; 
  • ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი; 
  • ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა; 
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; 
  • არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • ფილიალის საკრედიტო პორტფელის განვითარების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება და შემუშავებული საკრედიტო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა; 
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის. 
 
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: 
  • თავაზიანი, კომუნიკაბელური; 
  • დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი; 
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური; 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება სერვის-ცენტრის მენეჯერის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. 
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება სალომბარდე საქმიანობის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! 
წარმატებებს გისურვებთ!