უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისი სეზონური/დროებითი Gino Paradise
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
კურორტი თბილისში „ჯინო ფერედაისი“ უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგორულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით. 
„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების თანამშრომელი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების (ტექნიკური, ელექტრო და ქიმიური სათავსოების/ოთახების) პერიოდული ვიზუალური დათვალიარება;
  • შენობა-ნაგებობების შემოწმების შემდგომ სპეციალურ ჟურნალში აღრიცხვა;
  • აკვაპარკის ტერიტორიის მუდმივი ვიდეო-მონიტორინგი;
  • სახანძრო სისტემების მუდმივი მონიტორინგი;
  • სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სტუმრებთან კომუნიაკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარება;
  • პერიოდული პატრულირება აკვაპარკის სივრცეში;
  • დაკარგული ნივთების პოვნის შემთხვევაში პროცედურული სტანდარტის შესაბამისი რეაგირება;
  • აკვაპარკის შინაგანაწესის მიხედვით წესრიგის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:
  • კარგი კომუნიკაციური უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • ორგანიზებულობა
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  ან დარეკეთ ნომერზე: +995 599968303
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!